შინაური ცხოველების უფასო სტერილიზაციის პროგრამა რეგიონებში
ვეტერინარული კლინიკა ვეტექსისა და მარიამ ჩხიკვიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, 2020 წლის მაისიდან ხორციელდება სტერილზიაცია-ვაქცინაციის უფასო აქციები რეგიონებში.
პროგრამის ფინანსური მხარდაჭერისთვის, გთხოვთ შემოწირულობის სახით ჩარიცხოთ თანხა ქვემოთ მოცემულ რეკვიზიტებზე.
მიმღები: ააიპ უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება
ბანკი: თიბისი ბანკი
SWIFT: TBCBGE22
IBAN: GE52TB7223736080100001
დანიშნულება: სტერილიზაციის პროგრამა
ამჟამად აქციები მიმდინარეობს კახეთში, ქ. თელავში. პროგრამის ფარგლებში უკვე გასტერილდა 82 ცხოველი (2020 წლის 8 ივნისის ჩათვლით).
ქ. თელავის პროგრამაში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ გაეცნოთ პირობებს და შემდგომ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
- ოპერაციები ჩატარდება ქ. თელავში
- მონაწილეებთან მოხდება წინასწარ დაკავშირება და ოპერაციის დროისა და ადგილის მითითება
- ცხოველის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე უზრუნველყოფს მონაწილე
- პროგრამაში მიიღებიან ძაღლები და კატები
- დეჰელმინთიზაცია (ჭიაზე დამუშავება) სავალდებულოა ოპერაციამდე 3-5 დღით ადრე
- გასტერილებული ცხოველები დაინიშნებიან (ძაღლები - თეგით (საყურით), კატები - ყურის წვეტის მოკვეთით)
- მდგომარეობის გათვალისწინებით ცხოველები აიცრებიან ცოფზე
- თუ მონაწილე ვერ ახერხებს ცხოველის შეთანხმებულ დროს დაჭერას-მოყვანას, დროულად შეატყობინეთ ორგანიზატორს, რომ დაკავებულ ადგილზე ჩაისვას სხვა ცხოველი
- სტერილიზაცია და ვაქცინაცია უფასოა
სარეგისტრაციო ფორმა
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვეტერინარული კლინიკა ვეტექსის ფეისბუქ გვერდს.